იკარდი ინტერის განაცხადში მოხვდა და ოთხშაბათს სასტარტოში ითამაშებს

14:37, 02.04.2019

ინტერის ფორვარდი მაურო იკარდი იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურში ჯენოასთან მატჩის განაცხადში მოხვდა. არგენტინელი შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს. ამის შესახებ განაცხადა მილანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ.

კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო, იკარდი თვეზე მეტია, რაც განაცხადში ვერ ხვდება და ბოლოს მოედანზე 9 თებერვალს ვიხილეთ. გარდა ამისა, მას კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს. მიუხედავად ხანგრძლივი პაუზისა, ფორვარდი ინტერის საუკეთესო ბომბარდირად (15 გოლი) რჩება. ადრე მის არყოფნას ტრავმით ხსნიდნენ.

„ხვალ მაურო სასტარტო შემადგენლობაში იქნება. მან სწორი რეაქცია გამოავლინა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკითხის ფიზიკური მხარე. ვნახოთ, რამდენად დიდხანს მოახერხებს ის მოედანზე ყოფნას“, – განაცხადა სპალეტიმ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი