კახა კუჭავა - ამერიკის თავდაცვის მდივნის ვიზიტი აშშ-საქართველოს წარმატებული პარტნიორობის შედეგია, იქნება ამბიციური გეგმები, რომლებსაც ერთად განვახორციელებთ
კახა კუჭავა - ამერიკის თავდაცვის მდივნის ვიზიტი აშშ-საქართველოს წარმატებული პარტნიორობის შედეგია, იქნება ამბიციური გეგმები, რომლებსაც ერთად განვახორციელებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეის კახა კუჭავას განაცხადებით, საქართველოში ამერიკის თავდაცვის მდივნის ვიზიტი აშშ-საქართველოს წარმატებული პარტნიორობის, თანამშრომლობის შედეგია.

მისვე თქმით, ვიზიტის შემდეგ თანამშრომლობა მეტად გაიზრდება.

„მგონი, ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამერიკის თავდაცვის მინისტრის ვიზიტს საქართველოში და მათ შორის უკრაინაში, სტრატეგიულად იმ მნიშვნელოვან ქვეყნებში, სადაც ამერიკამ ჩათვალა, რომ თავდაცვის მინისტრის ვიზიტი განხორციელებულიყო. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი შედეგი იმ ძალიან წარმატებული პარტნიორობის, თანამშრომლობისა, რომელიც ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობს. ამ ვიზიტიდან მოლოდინია, რომ თანამშრომლობა მეტად გაიზრდება. იქნება ახალი, ამბიციური გეგმები, რომლებსაც ჩვენ ერთად განვახორციელებთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.