ირაკლი ზარქუამ ლევან ხაბეიშვილს მიმართა - რა ქენი, გუდუნა, ეს, რა გიქნა „სტრატეგია აღმაშენებელმა“,  თავმჯდომარე კაცს რა გინდა ბაზარზე, კიტრის, პომიდვრის, მწნილის ფასებზე რომ დარბიხარ
ირაკლი ზარქუამ ლევან ხაბეიშვილს მიმართა - რა ქენი, გუდუნა, ეს, რა გიქნა „სტრატეგია აღმაშენებელმა“, თავმჯდომარე კაცს რა გინდა ბაზარზე, კიტრის, პომიდვრის, მწნილის ფასებზე რომ დარბიხარ

რა გიქნა, ბიჭო, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე კაცს რა გინდა ბაზარზე, კიტრის, პომიდვრის, მწნილის ფასებზე რომ დარბიხარ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს პარლამენტში.

როგორც ზარქუამ ხაბეიშვილს მიმართა, „არ სურს, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გააბრიყვოს“.

„რა ქენი, გუდუნა, ეს. რას დაგამსგავსეს, ბიჭო. საკრებულოში მთელი იმედები გვქონდა, გამოგწვრთენით, შემდეგ პარლამენტში ჩაგწერეს, გადმოხვედი. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახდი და რა გიქნა „სტრატეგია აღმაშენებელმა“, თავმჯდომარე კაცს რა გინდა ბაზარზე, კიტრის, პომიდვრის, მწნილის, „პეტრუშკის“ ფასებზე რომ დარბიხარ. არ მინდა, გაგაბრიყვოს იმან, გვერდზე რომ გიზის. იმას პარტია აქვს ისეთი, ოგბუნჯუმ აჯობა, მოუგო. ასეთმა კაცმა წაგართვა თანამდებობა და პარტიაც „აგახია“. აფერუმ შენს პოლიტიკოსობას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.