ირაკლი კობახიძე - სააკაშვილმა დაიწყო შიმშილობა ისე, რომ არანაირი მოთხოვნა არ აქვს, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა ალბათ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიაში
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილმა დაიწყო შიმშილობა ისე, რომ არანაირი მოთხოვნა არ აქვს, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა ალბათ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიაში

გაუგებარია შიმშილობა, როდესაც მოთხოვნასაც კი არ აყენებ. სააკაშვილმა დაიწყო შიმშილობა ისე, რომ საერთოდ არანაირი მოთხოვნა არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს უპრეცედენტო მოვლენაა.

„ეს არის უპრეცედენტო მოვლენა ალბათ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიაში. 35-წლიანი ისტორია მახსოვს საქართველოში შიმშილობების. არც ერთი შიმშილობა არ მახსოვს მოთხოვნის გარეშე. აქედან ჩანს, რომ მოთხოვნასაც კი ვერ აყენებს მიხეილ სააკაშვილი, ვერც მისი რეჟიმის სხვა წარმომადგენლები, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, ჩვენზე უკეთაც იციან, რა მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი ცხრა წლის განმავლობაში. ამას ეფუძნება, რომ ისინი შიმშილობის პროცესში მოთხოვნასაც კი ვერ აყენებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი