არგენტინის ნაკრების ყოფილი ფორვარდი გონსალო იგუაინი MLS-ის კლუბის „ინტერ მაიამის“ სამწვრთნელო ჯგუფში მოხვდა, – წერს ამერიკული კლუბის პრესსამსახური.
აღნიშნავენ, რომ 36 წლის არგენტინელი მოთამაშეების განვითარების მწვრთნელის თანამდებობაზე იმუშავებს.
„ინტერ მაიამი“, რომელშიც ლიონელ მესი თამაშობს, იგუაინის ბოლო კლუბი იყო საფეხბურთო კარიერაში, რომელიც 2022 წელს დაასრულა.