იგორ დოლგოვი - რუსეთის ჯარებმა დარტყმა განახორციელა საცხოვრებელი სახლების მიმართულებით, იქ არ არის სამხედრო ობიექტები ან რამე სამთავრობო დაწესებულებები, იქ არის მხოლოდ ბაღები და სკოლები
იგორ დოლგოვი - რუსეთის ჯარებმა დარტყმა განახორციელა საცხოვრებელი სახლების მიმართულებით, იქ არ არის სამხედრო ობიექტები ან რამე სამთავრობო დაწესებულებები, იქ არის მხოლოდ ბაღები და სკოლები

რუსეთის ჯარებმა დარტყმა განახორციელა იმ საცხოვრებელი სახლების მიმართულებით, სადაც ცხოვრობს სამშვიდობო მოსახლეობა, იქ არ არის სამხედრო ობიექტები ან რამე სამთავრობო დაწესებულებები, იქ არის მხოლოდ ბაღები, სკოლები და სხვა სახლები, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც იგორ დოლგოვმა აღნიშნა, უკრაინის არმია იცავს უკრაინის ტერიტორიას.

„დღეს ომის მესამე დღეა, მესამე დღეა, რაც უკრაინის არმია იცავს უკრაინას და იცავს მთელ მსოფლიოს. ეს დღე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაიწყო მიმართვით უკრაინელებისადმი მთელი მსოფლიოსადმი. ის მიმართავდა ყველას პრეზიდენტის ოფისიდან. მისი პირველი სიგნალი იყო არავის არ დაუჯეროს, არავის არ მივმართავდი დაყარეთ იარაღი, ჩვენი ჯარი იცავს ჩვენს უკრაინას და ჩვენ დავიცავთ მას. ეს არის ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ბავშვები და ამ ყველაფერს ჩვენ დავიცავთ.

ვითარება ძალიან რთულია, ეს სიტუაციას არამხოლოდ მოითხოვს დახმარებას, უკრაინის შეიარაღებული ძალებისადმი, ასევე დახმარებას მთელი ქვეყნისთვის. შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ გამოეყოთ 600 მილიონი დოლარი დამატებითი სახსრები უკრაინის დასახმარებლად. გუშინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის შემოღებაზე. გუშინ გაიმართა ნატო-ს სამიტი.

დღეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამართა სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტთან და ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. სადღაც ხდება სხდომების ჩატარება, სადღაც მიიღება გადაწყვეტილებები, სადღაც სხვა სანქციების შემოღება მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინაში, კიევში და მიმდებარე ქალაქებში მიმდინარეობს ბრძოლა. რუსეთის ჯარებმა თავის დარტყმა განახორციელა იმ საცხოვრებელი სახლების მიმართულებით, სადაც ცხოვრობს სამშვიდობო მოსახლეობა. ეს არის საცხოვრებელი უბანი, სადაც ცხოვრობს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა, მანდ არ არის სამხედრო ობიექტები ან რამე სამთავრობო დაწესებულებები, იქ არის მხოლოდ ბაღები, სკოლები და სხვა სახლები. ბრძოლები მიმდინარეობს კიევის მახლობლად“, – აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, აგრესორი ცდილობს შევიდეს კიევში, ბელორუსის მხრიდან, სადაც მდებარეობს ჩერნობილის ობიექტი.

„აგრესორის მცდელობაა, რომ გადმოსხას საჰაერო დესანტი კიევის მეორე სანაპიროზე, რომელიც ყოფს ორ ნაწილად ქალაქ კიევს. ქალაქ კიევის მერმა მიმართა კიევის მოსახლეობას და შეატყობინა დანაკარგების შესახებ. ჩვენ გყვავს 35 დაჭრილი, მათ შორის ორი ბავშვი.

მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინა არის ტერიტორიით ყველაზე მსხვილი სახელმწიფო და ჩენ გყვავს 40 მილიონი მოსახლე. მინდა შეგახსენოთ, რომ დამნაშავე პუტინმა გამოაცხადა სპეციალური ოპერაციის დაწყების შესახებ, რომელიც უკავშირდება არაღიარებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებში მდგომარეობას.  ასევე დაიწყო საომარი მოქმედებები, ომი ყველა შესაძლო მიმართულებიდან, სადაც იყო ფოკუსირებული რუსის ჯარი“, – აღნიშნა ელჩმა.