იგორ დოლგოვი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ნაბიჯი ახალი მეცნიერებისა და ახალი განათლებისკენ
იგორ დოლგოვი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ნაბიჯი ახალი მეცნიერებისა და ახალი განათლებისკენ

იმედი მაქვს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ნაბიჯი მომავალში, ახალი მეცნიერებისა და ახალი განათლებისკენ, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მოხარული ვარ იმის გაგებით, რომ სექტემბერში ქუთაისში გაიმართება ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის საზეიმო გახსნა. იმედი მაქვს, რომ ეს არის ნაბიჯი მომავალში, ახალი მეცნიერებისკენ და ახალი განათლებისკენ და აქაც ბევრია ის, რაც ერთმანეთისგან უნდა ვისწავლოთ“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.

ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.

დატოვე კომენტარი