იგორ დოლგოვი - ძალისხმევის კონსოლიდაცია საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია, ყირიმი ანექსირებულია, აღმოსავლეთ უკრაინაში კი ადამიანები იღუპებიან
იგორ დოლგოვი - ძალისხმევის კონსოლიდაცია საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია, ყირიმი ანექსირებულია, აღმოსავლეთ უკრაინაში კი ადამიანები იღუპებიან

ძალისხმევის კონსოლიდაცია საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია, ყირიმი ანექსირებულია, აღმოსავლეთ უკრაინაში კი ადამიანები იღუპებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა ​ბათუმში განუცხადა, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.

„ამ კონფერენციაზე მთავარი საკითხი უცვლელი იყო: რა უნდა გავაკეთოთ ოკუპაციასთან, უკრაინაში ომთან მიმართებით და როგორ გავუმკლავდეთ შექმნილ სიტუაციას. რაც დღეს გავიგე, ის არის, რომ შევძელით ძალისხმევის კონსოლიდაცია, შევძელით საკმაოდ გაძლიერება, თუმცა, ეს არ არის საკმარისი, რადგან საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია, ყირიმი – ანექსირებული, აღმოსავლეთ უკრაინაში კი კვლავ იღუპებიან ადამიანები“, – განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა განაცხადა.