იგორ დოდონმა რუსული მაუწყებლობის შეზღუდვის კანონი არ დაამტკიცა
იგორ დოდონმა რუსული მაუწყებლობის შეზღუდვის კანონი არ დაამტკიცა

მოლდოვის პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა რუსული მაუწყებლობის შეზღუდვის კანონი არ დაამტკიცა. პრეზიდენტმა დოდონმა ტელე და რადიომაუწყებლობის კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონი პარლამენტს დაუბრუნა.

„საკანონმდებლო ორგანოს რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ე.წ. კანონი დავუბრუნე. კიდევ ერთხელ ვადასტურებ აღნიშნული კანონის არადემოკრატიულ ხასიათს, რომელიც სიტყვის თავისუფლებისა და მოსაზრების პლურალიზმს ეწინააღმდეგება“, – დაწერა მოლდოვის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Facebook-ში.

იგორ დოდონი ფიქრობს, რომ კანონი მოლდოვის მოსახლეობის კონსტიტუციურ უფლებას არღვევს, რადგან ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტი რუსეთს მეგობრულ სახელმწიფოდ აღიქვამს.

დემოკრატიული პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა.