იგოეთთან ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა [ვიდეო]

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცენტრალური ავტომაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე. სამ სხვადასხვა წერტილში ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარის მიზეზი გზაზე თოვლი და ლიპყინული გახდა.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე ამინდი სწრაფად გაუარესდა, შესაბამისმა სამსახურებმა გზაზე ტექნიკური მარილი უკვე მოყარეს, თუმცა მოცურების შესამცირებლად მარილის დაყრიდან გარკვეული დრო არის საჭირო.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის არც ერთ მოქალაქეს ჰოსპიტალიზება არ დასჭირვებია.

ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.