იგოეთთან ავარიით ერთი ადამიანი დაიღუპა
იგოეთთან ავარიით ერთი ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა, შედეგად ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევა იგოეთთან მოხდა.

ავარიის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.