იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გადაბრუნდა.

დაშავებულები მცხეთის „ჯეოჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ექვს მგზავრს, რომლებსაც მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ, დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

მედიკოსების ინფორმაციით, მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.

გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

როგორც მცხეთის „ჯეოჰოსპიტალის“ კლინიკის ემერჯენსის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა მესხიძემ განაცხადა, ოთხივე დაშავებულის მდგომარეობა ამ ეტაპზე საყურადღებოა.

„სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ არის შემოყვანილი დაახლოებით პირველი საათისთვის ოთხი ახალგაზრდა, ასაკი დაახლოებით 25-დან 35 წლამდე, ოთხივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე არის საყურადღებო, აღენიშნებათ ტკივილი თავის და გულმკერდის არეში, თავბრუსხვევა, ჭრილობები თავის მიდამოში. ამ ეტაპზე უტარდებათ ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური გამოკვლევები, მდგომარეობა საყურადღებოა, ოთხივე სავარაუდოდ, დარჩება კლინიკაში. ერთს აქვს წელის მალის და გულმკერდის მალის მოტეხილობა, მდგომარეობა არ არის კრიტიკულად მძიმე, საყურადღებოა, დანარჩენების კვლევის შედეგებს ველოდებით“, – განაცხადა თეა მესხიძემ.

დატოვე კომენტარი