იეზიდები „აიდა სარსალეს” დღესასწაულს ზეიმობენ [ფოტო]
იეზიდები „აიდა სარსალეს” დღესასწაულს ზეიმობენ [ფოტო]

იეზიდები „აიდა სარსალეს” დღესასწაულს ზეიმობენ, რაც მათი რელიგიური კალენდრის მიხედვით, ახალი წლის დადგომას ნიშნავს და ყოველწლიურად აპრილის თვეში აღინიშნება.

თბილისში იეზიდების ტაძარში ამ დღისადმი მიძღვნილი მსახურება ჩატარდა.

მორწმუნეები სალოცავში სანთლებით მზის ჩასვლამდე შედიან. რიტუალის მიხედვით, ტაძარში ცეცხლი შეაქვთ და სანთლებსაც ყველა ამ ცეცხლით ანთებს.

ამ დღეს მორწმუნეები კვერცხს სხვადასხვა ფერში ღებავენ და მინდვრის ყვავილებს აგროვებენ.

იეზიდური წარმოდგენით, კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა და ეს დღესასწაული სამყაროს გაცოცხლებასთან, გაზაფხულთან და მრავალფეროვნებასთან ასოცირდება.

 

ფოტო: დავით ბანცაძე