იერუსალიმში სროლის შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, რვა კი - დაჭრილი
იერუსალიმში სროლის შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, რვა კი - დაჭრილი

იერუსალიმში სროლის შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, რვა კი – დაჭრილი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ცნობებით, მოკლულია 24 წლის ქალი. ხუთი დაშავებულის მდგომარეობა სერიოზულია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სროლა იერუსალიმის შესასვლელში მოხდა.

ხელისუფლების ცნობით, „ნეიტრალიზებულია“ ორი შეიარაღებული პირი.