იერუსალიმში შეიარაღებულმა პირმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა
იერუსალიმში შეიარაღებულმა პირმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა

იერუსალიმში, ძველი ქალაქის შესასვლელთან შეიარაღებულმა პირმა ისრაელის პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ერთი სამართალდამცველი.

თავდამსხმელი საპასუხო სროლას ემსხვერპლა. სამართალდამცველების განცხადებით, ის წარმოშობით არაბი, ისრაელის მოქალაქე აღმოჩნდა.

პოლიციამ ასევე დააკავა პირი, რომელმაც სავარაუდოდ, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილას ავტომობილით მიიყვანა.