იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძრის კარი გაიღო [ფოტო]
იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძრის კარი გაიღო [ფოტო]

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძრის კარი გაიღო. დღეს ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდება.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იერუსალიმიდან იუწყება, ქრისტეს აღდგომის ტაძრის ეზოში ქართველი მამები გალობენ.

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ათასობით მორწმუნე, მათ შორის ქართველი მომლოცველები იმყოფებიან.

მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.