იერუსალიმში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ასობით მომიტინგე ანტისამთავრობო აქციას მართავს
იერუსალიმში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ასობით მომიტინგე ანტისამთავრობო აქციას მართავს

იერუსალიმში, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ ასობით ისრაელელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები აკრიტიკებენ მთავრობას და მოითხოვენ „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი 134 მძევლის დაუყოვნებლივ დაბრუნებას.

დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ სკანდირებენ: „შენ ხარ პასუხისმგებელი, შენ ხარ დამნაშავე“.

ამასთან, ისრაელის მედიის ინფორმაციით, თელ ავივში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. პოლიციამ აქციაზე ხუთი ადამიანი დააკავა.