იერუსალიმში პოლიციასა და პალესტინელებს შორის დაპირისპირების შედეგად 90 პალესტინელი დაშავდა
იერუსალიმში პოლიციასა და პალესტინელებს შორის დაპირისპირების შედეგად 90 პალესტინელი დაშავდა

იერუსალიმში პოლიციასა და პალესტინელებს შორის დაპირისპირების შედეგად 90 პალესტინელი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, 16 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პალესტინელებმა პოლიციას ბოთლები და ქვები ესროლეს, სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ ხმოვან-მანათობელი ყუმბარები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

იერუსალიმში შეტაკებების პარალელურად, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს. დაშავებულების და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა რადიკალური მოძრაობა, „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში მიიტანეს.

ალ-აქსას მეჩეთში ლოცვას 90 000-მდე პალესტინელი დაესწრო, რის შემდეგაც ტაძრის მთის კომპლექსში პალესტინელებმა ისრაელის საწინააღმდეგო ფრაზების სკანდირება დაიწყეს. დამასკოს კარიბჭესთან, პალესტინელებმა ნაგვის ურნები დაწვეს. ამის შემდეგ, პოლიციასთან შეტაკებებმა ინტენსიური სახე მიიღო.