იერუსალიმში პალესტინის ადმინისტრაციის დაზვერვის სამსახურის უფროსი დააკავეს

13:20, 22.10.2018

ისრაელის არმიამ იერუსალიმში პალესტინის ადმინისტრაციის დაზვერვის სამსახურის უფროსი დააკავა. სააგენტო Wafa-ს ინფორმაციით, პოლკოვნიკი ჯიხად ალ-ფაკიხი ისრაელის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სამსახურში მიმავალ გზაზე გააჩერეს.

ინციდენტი იერუსალიმის ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ ალ-ჯუდეირასთან მოხდა.

პალესტინის ადმინისტრაციის წევრი იერუსალიმში დაკითხვაზე წაიყვანეს.

პარალელურად, ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა აღმოსავლეთ იერუსალიმის გუბერნატორი ადნან ღეიტიც დააკავეს.

სააგენტო The Times of Israel-ის ინფორმაციით, დაკავება იერუსალიმის მოქალაქის გატაცებას უკავშირდება, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინის ადმინისტრაციის კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს პალესტინის ადმინისტრაცია იერუსალიმის ძველ უბანში არაბული ქონების ებრაელი ინვესტორებისთვის მიყიდვის გამო ეძებდა.

მსგავსი