იერუსალიმში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია იმართება

00:16, 26.01.2025

იერუსალიმში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია იმართება.

დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მთავრობას, სრულად განახორციელოს მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

დემონსტრანტები სკანდირებენ: „გააგრძელე შეთანხმება, შეაჩერე ომი!“

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ მძევლების ფოტოები.

მსგავსი