იერუსალიმში 7 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, დემონსტრაციაზე 100 000 ადამიანი იმყოფებოდა.
აქციის მონაწილეები არჩევნების ჩატარებისა და მთავრობის შეცვლის მოთხოვნით ქნესეთის წინ შეიკრიბნენ.
დემონსტრანტებს ხელში ისრაელის დროშები ეჭირათ და სკანდირებდნენ „არჩევნები ახლა!“
ამასთან, თელ-ავივში მძევლების ოჯახის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა გადაკეტეს მთავარი გზატკეცილი. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ნეთანიაჰუმ მათი საყვარელი ადამიანების დაბრუნება ვერ მოახერხა.