იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრის საწინააღდეგო აქცია პოლიციამ დაშალა
იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრის საწინააღდეგო აქცია პოლიციამ დაშალა

იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. დაპირისპირების დროს, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

დემონსტრანტები ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის რეზიდენციასთან იყვნენ შეკრებილი. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომა მოითხოვეს.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ისრაელის მოქმედი პრემიერ-მინისტრი კორონავირუსული ინფექციის ეპიდემიას ვერ უმკლავდება, რასაც ემატება მთავრობის მეთაურთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი.

„როიტერის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციის პარალელურად დემონსტრაცია გამართეს ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერებმაც.