იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუს თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა
იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუს თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ათასობით დემონსტრანტი ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეიკრიბა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები კორონავირუსის პანდემიაზე მთავრობის რეაგირების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, ასევე ნეთანიაჰუს მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამო აკრიტიკებდნენ. ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი 19 ივლისს უნდა განახლდეს.

დემონსტრაციაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

გასულ კვირას ისრაელის მთავრობამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო შეზღუდვები გაამკაცრა, რამაც მოსახლეობის ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია.