იერუსალიმში, ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გაიმართა
იერუსალიმში, ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გაიმართა

იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან ასობით დემონსტრანტი მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით გამოვიდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დემონსტრანტების ირგვლივ პოლიციამ ბარიკადები აღმართა. აქციაზე სიტყვით გამოდიან ისრაელელი მძევლების ოჯახების წევრები.

„თქვენს გადაწყვეტილებებს მათ სიკვდილამდე მივყავართ“, – მიმართავს ნეთანიაჰუს ერთ-ერთი მძევლის ოჯახის წვერი.

საპროტესტო გამოსვლები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაფაჰში, „ჰამასის“ გვირაბში ექვსი მძევლის ცხედარი იპოვეს.