იერუსალიმში აქციის 34 მონაწილე სამართალდამცველებზე თავდასხმისთვის დააკავეს
იერუსალიმში აქციის 34 მონაწილე სამართალდამცველებზე თავდასხმისთვის დააკავეს

იერუსალიმში საპროტესტო აქციის 34 მონაწილე სამართალდამცველებზე თავდასხმისთვის დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვდა. ნაწილი კი, ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, რესტორნებზე დაწესებულ შეზღუდვას უკავშირდება.

17 ივლისიდან ქვეყანაში საზოგადოებრივი თავშეყრის ისეთი ადგილები, როგორებიც არის საცურაო აუზები, სპორტდარბაზები, ფუნქციონირებას წყვეტენ. რაც შეეხება რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებს, მუშაობის გაგრძელებას მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისის პირობებში შეძლებენ.