იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის სიახლოვეს ხანძარი გაჩნდა
იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის სიახლოვეს ხანძარი გაჩნდა

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის სიახლოვეს ხანძარი გაჩნდა. როგორც „იერუსალიმ პოსტი“ წერს, ცეცხლი მარვანის მეჩეთის სახურავთან გაჩნდა.

შედეგად არავინ დაშავებულა და მეხანძრეებმა ცეცხლის კერის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს. მარვანის მეჩეთი ტაძრის მთის აღმოსავლეთ ნაწილში მიწისქვეშ მდებარეობს, სადაც სამხრეთის და აღმოსავლეთის კედელი ერთმანეთს ხვდება. როგორც ალ-აქსას მეჩეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ვარაუდობენ, ცეცხლი ბავშვებმა გააჩინეს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პალესტინის ავტონომიის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა, რომელმაც ყველას მოუწოდა სიწმინდეებზე თავდასხმა არ დაუშვან.