იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთი ორთვიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა

12:01, 31.05.2020

იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთი ორთვიანი პაუზის შემდეგ დღეს გაიხსნა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მეჩეთში მომლოცველებისთვის მკაცრი წესები მოქმედებს. ისინი ვალდებულები არიან, ნიღბები ატარონ და მეჩეთში ლოცვისთვის პერსონალური ხალიჩებით მივიდნენ.

ალ-აქსას მეჩეთი „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ორი თვის წინ დახურეს. ისრაელში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 17 024 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 284 ადამიანი. ვირუსისგან ქვეყანაში 14 812 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი