იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ რეზოლუციას სომხეთმა და აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირეს
იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ რეზოლუციას სომხეთმა და აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირეს

იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ რეზოლუციას მხარი სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაუჭირეს. კენჭისყრის შედეგებში ჩანს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიმართულ დოკუმენტს ასევე ხმა მისცა ბელარუსმაც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დღეს გამართული გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომას არ დასწრებია. საქართველოს ელჩის გარდა დარბაზში არ იმყოფებოდა კიდევ 20 ქვეყნის წარმომადგენელი. მათ შორის უკრაინისა და მოდლოვის ელჩებიც.
შეგახსენებთ, რომ იემენისა და თურქეთის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს გაეროს გენერალური ასამბლეის წვერი 193 ქვეყნიდან 128-მ ხმა მისცა, 9 წინააღმდეგი იყო, ხოლო 35-მა თავი შეიკავა.
რეზოლუცია ამბობს, რომ იერუსალიმის სტატუსის ცვლილება დაუშვებელია. კენჭისყრის დაწყებამდე გაეროში აშშ-ის ელჩი სიტყვით გამოვიდა და კიდევ ერთხელ გააფრთხილა ასამბლეის წევრები, რომ ვაშინგტონი ამ კენჭისყრას ყურადღებით ადევნებს თვალს.
მანამდე, დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ აშშ-ი დაფინანსებას შეუწყვიტავს იმ ქვეყნებს, რომლებიც გაეროში ვაშინგტონის საწინააღმდეგო დოკუმენტს მისცემენ ხმას.