იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აცხადებს, რომ ისრაელის რადიკალური ჯგუფები წმინდა ქალაქში ქრისტიანების ყოფნას საფრთხეს უქმნიან
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აცხადებს, რომ ისრაელის რადიკალური ჯგუფები წმინდა ქალაქში ქრისტიანების ყოფნას საფრთხეს უქმნიან

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის განცხადებით, ისრაელის რადიკალური ჯგუფები წმინდა ქალაქში ქრისტიანების ყოფნას საფრთხეს უქმნიან.

გამოცემა „თაიმს ოფ ლონდონში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე III წერს, რომ ისრაელის რადიკალური ჯგუფების მიზანი იერუსალიმის ძველი ნაწილიდან ქრისტიანული თემის განდევნაა.

„იერუსალიმში ჩვენი ყოფნა საფრთხის ქვეშაა. ისრაელის რადიკალური ჯგუფების მხრიდან ჩვენ ეკლესიებს საფრთხე ემუქრება. ამ სიონისტი ექსტრემისტების ხელში, იერუსალიმის ქრისტიანული საზოგადოება დიდად იტანჯება. ჩვენი ძმები და დები არიან სიძულვილის დანაშაულის მსხვერპლი. ჩვენი ეკლესიები არის მუდმივად შებილწული და დარბეული. ჩვენი სასულიერო პირები კი ხშირად დაშინებული“, – აცხადებს თეოფილე III.

იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქს კონკრეტული ჯგუფი არ დაუსახელებია.

ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები თეოფილე III-ს მოსაზრებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.