იეპე კოფოდი - დანია ბევრს აკეთებს ისეთი ქვეყნების მიზნებისთვის, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა, დავეხმარებით ჩვენს მეზობლებს, ისინი შეძლებენ ევროპისკენ სწრაფვის გაგრძელებას
იეპე კოფოდი - დანია ბევრს აკეთებს ისეთი ქვეყნების მიზნებისთვის, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა, დავეხმარებით ჩვენს მეზობლებს, ისინი შეძლებენ ევროპისკენ სწრაფვის გაგრძელებას

მნიშვნელოვანია, რომ აქტიური პარტნიორობა გვქონდეს დემოკრატიულ ევროპულ ქვეყნებთან. გვსურს, დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორ, მეზობელ ქვეყნებს, რათა შეასრულონ კრიტერიუმები და მათი ევროპული ოცნება განხორციელდეს, – ამის შესახებ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდმა განაცხადა.

მისივე თქმით, დანია ბევრს აკეთებს ისეთი ქვეყნების მიზნებისთვის, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიური პარტნიორობა გვქონდეს დემოკრატიულ ევროპულ ქვეყნებთან. 1993 წელს, ჩვენ დავამტკიცეთ კოპენჰაგენის კრიტერიუმები და ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორ, მეზობელ ქვეყნებს, რათა შეასრულონ ეს კრიტერიუმები. ვიმუშავებთ მაქსიმალურად, რომ მათი ევროპული ოცნება განხორციელდეს. დანია ბევრს აკეთებს ისეთი ქვეყნების მიზნებისთვის, როგორიც არის საქართველო და მოლდოვა, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. ჩვენ გვსურს, უზრუნველვყოთ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა ეკუთვნოდეს ევროპის ქვეყნებს და დემოკრატიებს“, – განაცხადა იეპე კოფოდიმ.

ამასთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომამდე იეპე კოფოდმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი დაეხმარება პარტნიორ ქვეყნებს, რათა მათ ევროპისკენ სწრაფვის გაგრძელება შეძლონ.

„ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ თუ გსურს გახდე კანდიდატი ქვეყანა, უნდა შეასრულოთ კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რაც ნიშნავს, რომ თქვენ უნდა შეისწავლოთ თქვენი დემოკრატიის, თქვენი კანონის უზენაესობის სისტემის, კორუფციის, ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკის ფუნქციონირების ყველა ასპექტი. ყველაფერი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვიტყვი, რომ ჩვენ დავეხმარებით ჩვენს მეზობლებს, გავუწევთ მათ პარტნიორობას და ისინი შეძლებენ ევროპისკენ სწრაფვის გაგრძელებას. ევროკავშირი პარტნიორობას ახორციელებს მშვიდობისთვის, დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობის დაცვისთვის მთელი ევროპის მასშტაბით“, – განაცხადა იეპე კოფოდმა.