იენს სტოლტენბერგსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
იენს სტოლტენბერგსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ნატო-ს გენერალურ მდივანსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავრცელებს.

სატელეფონო საუბრისას იენს სტოლტენბერგმა ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჯო ბაიდენისა და იენს სტოლტენბერგის საუბრის მთავარი თემა ალიანსის წინაშე არსებული გამოწვევები იყო, როგორიცაა საერთაშორისო ტერორიზმი, უფრო აგრესიულ რუსეთთან გამკლავება და ჩინეთიდან მომავალი საფრთხე.

ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ ზაფხულში ბრიუსელში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის მოსამზადებლად, ასევე ისეთი გამოწვევების დასამარცხებლად როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და პანდემია. ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს ალიანსის დაფინანსების გაზრდის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.