იენს სტოლტენბერგს ნატო-ს გენერალური მდივნობის ვადა 2023 წლის 30 სექტემბრამდე გაუხანგრძლივდა
იენს სტოლტენბერგს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2023 წლის 30 სექტემბრამდე გაუხანგრძლივეს.
ინფორმაციას თავად ალიანსის გენერალური მდივანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„იმ ფონზე, რომ ჩვენ წინაშეა თაობის ყველაზე დიდი კრიზისი უსაფრთხოების კუთხით, ერთიანები ვართ, რათა ჩვენი ალიანსის სიძლიერე და ხალხის უსაფრთხოება შევინარჩუნოთ“, – წერს სტოლტენბერგი.
Honoured by the decision of #NATO Heads of State and Government to extend my term as Secretary General until 30 September 2023. As we face the biggest security crisis in a generation, we stand united to keep our Alliance strong and our people safe. https://t.co/06YkRkmX8J
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) March 24, 2022