იენს სტოლტენბერგმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა
იენს სტოლტენბერგმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

იენს სტოლტენბერგი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა, ოფიციალურ შეხვედრები კი დღეიდან დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.

ასევე, იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.