იენს სტოლტენბერგმა ირაკლი კობახიძეს პრემიერად დანიშვნა მიულოცა – მოუთმენლად ველოდებით თქვენთან ერთად მუშაობას

17:49, 21.02.2024

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება მასთან ერთად მუშაობას.

აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა ბრიუსელში ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნატო-ში. მოხარული ვართ აქ თქვენი ხილვით. ჩვენ აქამდეც შევხვედრივართ, თუმცა ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა თქვენი პრემიერმინისტრობის რანგში. შესაბამისად, ნება მიბოძეთ, დავიწყო თქვენი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მოლოცვით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით თქვენთან ერთად მუშაობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი