იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდა
იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე დაიკავებს.
ვადის გახანგრძლივება ოფიციალურად დაადასტურა თავად სტოლტენბერგმა.
„პატივია ნატო-ს მოკავშირეების გადაწყვეტილება, გავაგრძელო ჩემი ვადა გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკური კავშირი უზრუნველყოფს ჩვენს თავისუფლებას და უსაფრთხოებას თითქმის 75 წლის განმავლობაში და უფრო საშიშ სამყაროში ჩვენი ალიანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – წერს იენს სტოლტენბერგი „ტვიტერში.“
Honoured by #NATO Allies’ decision to extend my term as Secretary General until 1 October 2024. The transatlantic bond between Europe & North America has ensured our freedom & security for nearly 75 years, and in a more dangerous world, our Alliance is more important than ever.
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) July 4, 2023