იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთსა და ნატო-ს შორის სრულმასშტაბიანი ომი ნაკლებსავარაუდოა
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთსა და ნატო-ს შორის სრულმასშტაბიანი ომი ნაკლებსავარაუდოა

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთსა და ნატო-ს შორის სრულმასშტაბიანი ომი ნაკლებსავარაუდოა. აღნიშნულის შესახებ სტოლტენბერგმა „სიენენთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს ქვეყნების ერთიანობის დემონსტრირებამ შეამცირა სრულმასშტაბიანი ომის ალბათობა.

ამასთან, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში სიტუაცია უაღრესად არაპროგნოზირებადია და ნატო ახალი რეალობის წინაშე დგას, ამიტომ გრძელვადიან პერსპექტივაში მზად უნდა იყოს.

კითხვაზე, რომ რუსეთი არ მისდევს დეკონფლიქტის ხაზს, სტოლტენბერგმა აღნიშნა: „რუსები არ იყვნენ მზად, ამ ხაზების გამოსაყენებლად, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ“,- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.