იენს სტოლტენბერგი - წლების განმავლობაში გვაქვს მზადყოფნა არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო გაძლიერებასთან, არამედ მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორიც იყო 2008 წელს
იენს სტოლტენბერგი - წლების განმავლობაში გვაქვს მზადყოფნა არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო გაძლიერებასთან, არამედ მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორიც იყო 2008 წელს

წლების განმავლობაში გვაქვს მზადყოფნა არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო გაძლიერებასთან, არამედ მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორიც იყო საქართველოში 2008 წელს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ უკრაინაში ომი გასულ წელს არ დაწყებულა, არამედ 2014 წლიდან მიმდინარეობს და ნატო-მ კოლექტიური თავდაცვა ცივი ომის შემდეგ ყველაზე მეტად გააძლიერა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბირთვული და მასობრივი განადგურების სხვა იარაღის გამოყენება ძირეულად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ შეინიშნება რაიმე ცვლილება რუსეთის ბირთვულ პოლიტიკაში, რაც მოითხოვდა ცვლილებას ნატო-ს ბირთვულ პოლიტიკაშიც.