იენს სტოლტენბერგი - ვმუშაობ, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ვაპირებ, ახლო მომავალში ვეწვიო თურქეთს
იენს სტოლტენბერგი - ვმუშაობ, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ვაპირებ, ახლო მომავალში ვეწვიო თურქეთს

ვმუშაობ იმის უზრუნველყოფაზე, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ოსლოში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლო მომავალში თურქეთში ვიზიტს გეგმავს.

„ამ კვირაში ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს და ვაპირებ, ახლო მომავალში ვეწვიო თურქეთს. მივესალმები, რომ შვედეთის ახალი ანტიტერორისტული კანონები დღეს შევიდა ძალაში. ეს აჩვენებს, რომ შვედეთმა შეასრულა ის, რაც სავალდებულო იყო გასულ წელს მადრიდში გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის მიხედვით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.