იენს სტოლტენბერგი - ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მას შემდეგ დაჯდება, როდესაც გააცნობიერებს, რომ ომში ვერ გაიმარჯვებს
იენს სტოლტენბერგი - ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მას შემდეგ დაჯდება, როდესაც გააცნობიერებს, რომ ომში ვერ გაიმარჯვებს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ახლა გადამწყვეტი მომენტია უკრაინის ომში, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი არ აჩვენებს მშვიდობისთვის მზადების არავითარ ნიშანს.

სტოლტენბერგის თქმით, ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ მას შემდეგ დაჯდება, როდესაც გააცნობიერებს, რომ ის ომში ვერ გაიმარჯვებს.

„რუსეთის პრეზიდენტი არ აჩვენებს მშვიდობისთვის მზადების არავითარ ნიშანს, ამიტომ მან არ უნდა გაიმარჯვოს ბრძოლის ველზე. როდესაც ის გააცნობიერებს ამას, შემდეგ მოისურვებს დაჯდომას და მოლაპარაკებას გამოსავლისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას.

ამასთან, იენს სტოლტენბერგმა უკრანისთვის შეიარაღების მიწოდების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ახლა გადამწყვეტი მომენტია ამ ომში და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ, დიდი ალბათობით, ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. მათ სჭირდებათ იარაღისა და მარაგების ფართო სპექტრი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ გადაუდებელ აუცილებლობას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. კანადისგან, შეერთებული შტატებისგან და გერმანიიდან იყო მხარდამჭერი განცხადებები უფრო მოწინავე სისტემების მიწოდების შესახებ. კიდევ გვჭირდება მეტი შეიარაღება და როგორც ახლა ვხედავთ, ჩვენი მოკავშირეები უზრუნველყოფენ ამას. ჩვენ უნდა მივაწოდოთ უზარმაზარი რაოდენობით საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები, ტექნიკური მომსახურება და უზრუნველვყოთ, რომ იქ არსებულმა ყველა სისტემამ ისე იმუშაოს, როგორც საჭიროა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.