იენს სტოლტენბერგი - ვემზადებით უფრო სახიფათო მომავლისთვის და უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა, რათა დავიცვათ ჩვენი მილიარდი მოქალაქე
იენს სტოლტენბერგი - ვემზადებით უფრო სახიფათო მომავლისთვის და უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა, რათა დავიცვათ ჩვენი მილიარდი მოქალაქე

ვემზადებით უფრო სახიფათო მომავლისთვის და უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა, რათა დავიცვათ ჩვენი მილიარდი მოქალაქე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ევროპაში მაღალი ინტენსივობის ომი დაბრუნდა, გლობალური კონკურენცია იზრდება და ავტორიტარული რეჟიმები გამოწვევას უქმნიან დასავლურ ღირებულებებს და ინტერესებს.

„ჩვენ ერთად ვივარჯიშებთ, უფრო მეტ ძალას განვათავსებთ უფრო მაღალ მზადყოფნაზე ჩვენი „ახალი ძალების მოდელის“ მეშვეობით და გავაძლიერებთ ჩვენი სარდლობისა და კონტროლის სტრუქტურას – ჩვენი ალიანსის ხერხემალს. მე ველოდები, რომ მოკავშირეები მხარს დაუჭერენ ამ რეგიონულ გეგმებს, ძალებსა და სტრუქტურებს ივლისში ვილნიუსის სამიტზე. ამისთვის ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რესურსები. მე ასევე ველოდები, რომ როდესაც ჩვენი სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები შეხვდებიან ვილნიუსში ივლისში, ისინი შეთანხმდებიან თავდაცვის ახალ ინვესტიციებზე. ესაა მშპ-ს ორი პროცენტი, როგორც მინიმუმი, რომელიც უნდა ჩავდოთ ჩვენს თავდაცვაში. მე ასევე ველოდები, რომ ლიდერები მხარს დაუჭერენ ნატო-ს თავდაცვის წარმოების ახალ სამოქმედო გეგმას, რათა უზრუნველყონ, რომ ნატო-ს ჰქონდეს ისეთი შესაძლებლობები, რაც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ეს ინვესტიცია და წარმოების შესაძლებლობები ახლა და გრძელვადიან პერსპექტივაში“, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.