იენს სტოლტენბერგი - ველოდები, რომ თურქეთი თავის მნიშვნელოვან გავლენას გამოიყენებს მთიან ყარაბაღში დაძაბულობის განსამუხტად
იენს სტოლტენბერგი - ველოდები, რომ თურქეთი თავის მნიშვნელოვან გავლენას გამოიყენებს მთიან ყარაბაღში დაძაბულობის განსამუხტად

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ელოდება, რომ თურქეთი გამოიყენებს თავის გავლენას მთიან ყარაბაღში დაძაბულობის განსამუხტად. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ანკარაში საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავიშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ რთული ვითარება ლიბიასა და სირიაში, ასევე მთიან ყარაბაღში და მის გარშემო მიმდინარე ძალადობა. საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის გამო უკიდურესად შეშფოთებულები ვართ. ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ბრძოლა და მოძებნოს გზა მშვიდობიანი დარეგულირებისკენ. ველოდები, რომ თურქეთი თავის მნიშვნელოვან გავლენას გამოიყენებს დაძაბულობის განსამუხტად“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.