იენს სტოლტენბერგი - ველოდები, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების მეთაურები იტყვიან - საქართველო გახდება ალიანსის წევრი
იენს სტოლტენბერგი - ველოდები, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების მეთაურები იტყვიან - საქართველო გახდება ალიანსის წევრი

ველოდები, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების მეთაურები იტყვიან – საქართველო გახდება ალიანსის წევრი,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი და ამავე დროს, წევრობის სამოქმედო გეგმა ნატო-ში გასაწევრიანებლად წინაპირობაა.

„ჩვენ შევათანხმებთ დეკლარაციის ტექსტს. 12 ივლისამდე მინდა, ჩემი მოლოდინი გაგაცნოთ.

მე ველოდები, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების მეთაურები იტყვიან – საქართველო გახდება ალიანსის წევრი. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი და ამავე დროს, წევრობის სამოქმედო გეგმა გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილია, წინაპირობაა ნატო-ში გასაწევრიანებლად. ეს არის ჩვენი მუშაობის გზა. ეს არის ნატოს 29 წევრი ქვეყნის შეთანხმება.

რეალობაა ის, რომ ჩვენ გვჭირდება კონსენსუსი შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად. ახლა ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რა შეიძლება დამატებით გავაკეთოთ იმით, რაზეც დღეს კონსენსუსი გვაქვს. ეს გულისხმობს საქართველოსთვის მეტი მხარდაჭერის აღმოჩენას, მეტ ერთობლივ წვრთნებს და ნატო-ს მეტ წარმომადგენლობას საქართველოში. მინდა, გითხრათ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.