იენს სტოლტენბერგი - პუტინის გამარჯვება იქნება ტრაგედია უკრაინისთვის და სახიფათო სიგნალი ავტორიტარი ლიდერებისთვის, რომლებსაც ეცოდინებათ, რომ სამხედრო ძალის გამოყენებით მიზნების მიღწევა შეუძლიათ
იენს სტოლტენბერგი - პუტინის გამარჯვება იქნება ტრაგედია უკრაინისთვის და სახიფათო სიგნალი ავტორიტარი ლიდერებისთვის, რომლებსაც ეცოდინებათ, რომ სამხედრო ძალის გამოყენებით მიზნების მიღწევა შეუძლიათ

უკრაინაში პუტინი თუ გაიმარჯვებს, ეს იქნება ტრაგედია უკრაინისთვის და ასევე ძალიან სახიფათო სიგნალი ავტორიტარი ლიდერებისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებსაც ეცოდინებათ, რომ სამხედრო ძალის გამოყენებით მიზნების მიღწევა შეუძლიათ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტოკიოში ვიზიტისას განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივანი და იაპონიის პრემიერი თანხმდებიან, რომ რუსეთისა და ჩინეთის მზარდი სამხედრო თანამშრომლობა ყველაზე დაძაბულ გარემოს ქმნის უსაფრთხოების სფეროში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ერთი დღით ადრე. სამხრეთ კორეაში ვიზიტისას სტოლტენბერგმა ჩინეთი დაადანაშაულა ნატო-სა და უკრაინაში ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში, ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი, რუსეთთან ერთად, გამოწვევის წინაშე აყენებს მსოფლიოში არსებულ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს.