იენს სტოლტენბერგი - უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ნატო იაპონიასთან პარტნიორობის განმტკიცებას განაგრძობს  
იენს სტოლტენბერგი - უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ნატო იაპონიასთან პარტნიორობის განმტკიცებას განაგრძობს  

ნატო განაგრძობს იაპონიასთან პარტნიორობის განმტკიცებას უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტოკიოში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას შეხვდა.

„უკრაინის ომი ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ჩვენ ასევე ძალიან მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იაპონია გვაძლევს, მათ შორის თვითმფრინავებისა და ტვირთების შესაძლებლობების გამოყენებით“, – განცხადა სტოლტენბერგმა.

აღსანიშნავია, რომ აზიური ტურნეს ფარგლებში იენს სტოლტენბერგი მანამდე სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა, სადაც სეულს მოუწოდა, გაზარდონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა.