იენს სტოლტენბერგი - უკრაინას 2014 წლიდან ვეხმარებით და გავაქტიურდით რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მაგრამ სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსების გეგმა არ გვაქვს
იენს სტოლტენბერგი - უკრაინას 2014 წლიდან ვეხმარებით და გავაქტიურდით რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მაგრამ სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსების გეგმა არ გვაქვს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო არ აპირებს უკრაინაში ჯარის გაგზავნას.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს წევრები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას, თუმცა ალიანსი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს.

„ჩვენ უკრაინას 2014 წლიდან ვეხმარებით და გავაქტიურდით რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მაგრამ ნატო-ს სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსების გეგმა არ გვაქვს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა „ასოშიეთედ პრესთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 20 სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობდა. როგორც კონფერენციის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, დასავლეთის ქვეყნებს შორის ახლა არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე, მაგრამ მომავალში არაფერია გამორიცხული.