იენს სტოლტენბერგი თურქეთს ეწვევა
იენს სტოლტენბერგი თურქეთს ეწვევა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა. ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ალიანსის გენერალური მდივანი თურქეთში დღეს ჩავა. ის ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრები ანკარაში გაიმართება.

იენს სტოლტენბერგი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებშიც ჩავა.