იენს სტოლტენბერგი - თურქეთი ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია
იენს სტოლტენბერგი - თურქეთი ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია

თურქეთი ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ფრანგულ გამოცემა „ფიგარო“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, სირიის ჩრდილოეთში თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყება ნატო-ს ყველა წევრმა გააკრიტიკა, თუმცა ალიანსში თურქეთის წევრობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ, არც ერთ მათგანს არ დაუყენებია.

„თურქეთი შეუერთდა დაეშის წინააღმდეგ ბრძოლას და მოკავშირეებს თავისი ბაზები დაუთმო. თურქეთი არის ერთადერთი ქვეყანა ნატოში, რომელის სირიას და ერაყს ესაზღვრება. თურქეთში 3.6 მილიონი მიგრანტი ცხოვრობს. თურქეთი ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გასაგებად, საჭიროა შევხედოთ რუკას და შევისწავლოთ თურქეთში არსებული გეოსტრატეგიული ვითარება“ – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ უპასუხა ალიანსის მიმართ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კრიტიკას და თქვა, რომ ნატო-ს უსაფრთხოების საკითხებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.