იენს სტოლტენბერგი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
იენს სტოლტენბერგი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომეს ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივანი პრესკონფერენციაზე 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეხო.

„ადამიანის უფლებათა სასამართლოს დავესესხები, რომლის გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ რუსეთი დადანაშაულებულია ადამიანის უფლებების დარღვევაში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას რუსეთის მიმართ, გამოიწვიოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და გამოიყვანოს ჯარები“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგისა და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივილი პრესკონფენერციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.