იენს სტოლტენბერგი - სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ნებისმიერი ჩარევა დაუშვებელია
იენს სტოლტენბერგი - სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ნებისმიერი ჩარევა დაუშვებელია

სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა დაუშვებელია, – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ესპანეთში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ბოლო პერიდოში რუსეთის მხრიდან სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობის შემთხვევების შესახებ გავრცელდა ცნობები, მათ შორის საუბარი იყო კატალონიის რეგიონში განვითარებულ პროცესებზეც.

„ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს და სწორედ ამიტომ გავაძლიერეთ კიბერუსაფრთხოების ელემენტი. პროპაგანდასა და ცრუ ინფორმაციაზე პასუხი უნდა იყოს სიმართლე. ვფიქრობ, ამაში დიდი როლი ენიჭებათ ჟურნალისტებსაც, რომლებმაც უნდა ამხილონ დეზინფორმაცია“, – განცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, კატალონიაში განვითარებული მოვლენები ესპანეთის შიდა საქმეა. სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მხარს უჭერს ერთიან და ძლიერ ესპანეთს, რადგან ქვეყანა ალიანსის მნიშვნელოვანი მოკავშირეა.