იენს სტოლტენბერგი - სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ნატო-ს წევრ ქვეყნებს განსხვავებული ხედვა აქვთ
იენს სტოლტენბერგი - სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ნატო-ს წევრ ქვეყნებს განსხვავებული ხედვა აქვთ

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ნატო-ს წევრ ქვეყნებს განსხვავებული ხედვა აქვთ, – ამის შესახებ ნატო-ს მინისტერიალის პირველი დღის დასრულების შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოკავშირეთა შორის განსხვავებული ხედვებია. ჩვენ გულწრფელი და ღია დისკუსია გვქონდა. თუმცა, წინსვლაზე ვართ ფოკუსირებული“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში ძალადობამ მნიშვნელოვნად იკლო. სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მხარს უჭერს გაერო-ს ძალისხმევას გამოსავლის პოლიტიკური გზით მისაღწევად.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, თავდაცვის მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, კვლავ განაგრძონ რეგიონში არსებული მისიები და ოპერაციები.